📲 QR სერვისები

QR სავიზიტო ბარათი და ციფრული მენიუ
შენი ბიზნესისთვის

დაასკანერე — და გაიხსნა: სავიზიტო ბარათი, რესტორნის მენიუ ან ნებისმიერი ლინკი. ვაკეთებთ QR გვერდს, ვბეჭდავთ სავიზიტო ბარათებსა და მასალას. განახლება — ხელახლა ბეჭდვის გარეშე.

როგორ მუშაობს

სამი მარტივი ნაბიჯი — შეკვეთიდან მზა QR-მდე

1

შეავსე ფორმა

აირჩიე სერვისი, დატოვე კონტაქტი და მოკლედ აღწერე რა გჭირდება.

2

გიკავშირდებით

დეტალებს ვაზუსტებთ ტელეფონით ან WhatsApp-ით — მასალებსაც (ლოგო, მენიუ, ფოტო) იქვე გვიგზავნი.

3

იღებ QR-ს

გვერდი ცოცხლდება, QR კოდს გაძლევთ ბეჭდვისთვის მზა ფაილებად — ან ვბეჭდავთ ჩვენვე.

ცოცხალი მაგალითები

დაასკანერე ტელეფონით ან დააჭირე ლინკს — ეს გვერდები ახლაც მუშაობს

რესტორანი სამეგრელო — ციფრული მენიუ
რესტორანი სამეგრელო ციფრული მენიუ — კატეგორიები, ძებნა, 74 კერძი გახსნა →
QR — სამეგრელოს მენიუდაასკანერე
Wok Spot — QR მენიუ
Wok Spot QR მენიუ — სწრაფი ვარიანტი ერთი გვერდით გახსნა →
QR — Wok Spot მენიუდაასკანერე
🪪
პანორამა ციფრული სავიზიტო ბარათი — დარეკვა, WhatsApp, ლოკაცია გახსნა →
QR — პანორამას სავიზიტო ბარათიდაასკანერე
🖨️
Print House Zugdidi ჩვენი საკუთარი სავიზიტო ბარათი — კონტაქტის შენახვა ერთი დაჭერით გახსნა →
QR — Print House Zugdidi სავიზიტო ბარათიდაასკანერე

შეუკვეთე QR სერვისი

აირჩიე რა გჭირდება — დანარჩენს ერთად დავაზუსტებთ

✓
🪪

ციფრული სავიზიტო ბარათი

პირადი ან ბიზნეს ბარათი QR კოდით — დარეკვა, WhatsApp, მისამართი და კონტაქტის შენახვა ერთი დაჭერით.

✓
📖

ციფრული მენიუ

რესტორნის სრული მენიუ ონლაინ — კატეგორიები, ძებნა, ფასები. ფასის შეცვლა QR-ის ხელახლა ბეჭდვას არ საჭიროებს.

✓
🔗

QR ნებისმიერ ლინკზე

Instagram, Facebook, საიტი, ვიდეო, ლოკაცია — რომელ ლინკზეც გინდა, იმაზე გავაკეთებთ QR კოდს.

✓
🖨️

QR + ბეჭდვა

QR კოდი და დაბეჭდილი მასალა ერთად: სავიზიტო ბარათები, სტიკერები, მაგიდის სადგამები.

💬 მოგვწერე WhatsApp-ზე — ცირა

ხშირი კითხვები

რამდენ ხანში მზადდება?

ციფრული სავიზიტო ბარათი — ჩვეულებრივ 24 საათში. მენიუ მოცულობაზეა დამოკიდებული, უმეტესად 1-2 დღე. ბეჭდვის ვადებს ცალკე ვაზუსტებთ.

მენიუ რომ განვაახლო, QR ხელახლა უნდა დავბეჭდო?

არა — QR კოდი იგივე რჩება. კერძებს და ფასებს ჩვენ ვცვლით გვერდზე, დაბეჭდილი სავიზიტო ბარათები და სტიკერები ძველი QR-ით აგრძელებს მუშაობას.

რა მასალა დაგჭირდებათ ჩემგან?

ლოგო (თუ გაქვთ), მენიუ ან ტექსტი ნებისმიერ ფორმატში (ფოტოც კმარა), ტელეფონი და მისამართი. ყველაფერს WhatsApp-ით მიიღებთ.

ბეჭდვასაც თქვენ აკეთებთ?

დიახ — სავიზიტო ბარათები, სტიკერები, მაგიდის სადგამები, ბანერები. QR გვერდი და ბეჭდვა ერთ ფანჯარაშია — ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა.